”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

თვითმართველი ქალაქების რაოდენობა იზრდება

 ნარმანიასაქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე თვითმმართველობის კოდექსი დაამტკიცა.
  რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმართველი ქალაქების ოდენობა იზრდება და ნაცვლად დღეს არსებული 5 –სა, ეს სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. მაგალითად, ისეთ ქალაქებს, როგორიცაა ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და ა.შ.

თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტი. თვითმმართველი ერთეულების მმართველი რგოლი არჩევითი იქნება .

კოდექსით, ასევე განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, რაც სოფლის მაცხოვრებელთა რეალური საჭიროების გამოვლენასა და მათ გადაწყვეტას ხელს შეუწყობს.
მეორე საკითხი, რასაც თვითმმართველობის კოდექსი არეგულირებს: გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან საკრებულოს წევრები. ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

Information

This entry was posted on 30/10/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე