”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვანო მერაბიშვილი მოსამართლეს მიმართავს

vano პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი, საკუთარი ფეისბუქის მეშვეობით მოსამართლეს მიმართავს.

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არაერთხელ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და იგი სხდომაზე სისტემატურ სიარულს აღარ აპირებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

  “ბატონო მოსამართლევ,

ჩემი აზრით, ქუთაისის სასამართლომ უკვე არაერთგზის მიიღო უკანონო გადაწყვეტილებაჩემთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება და სასამართლო პროცესებზე ბრალდებისთვის 4000-მდე მოწმის დაკითხვის საშუალების მიცემა.

წინა სასამართლო სხდომაზე მე აგიხსენით, რომ ჩემთვის რთულია თბილისიდან ქუთაისში სიარული და გთხოვეთ, რომ არ ჩაგენიშნათ კვირაში ერთზე მეტი პროცესი, რის პასუხადაც თქვენ განაცხადეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში კვირაში სამ პროცესსაც კი ჩაატარებდით. თქვენმა განცხადებამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ქუთაისში მე არ უნდა ველოდო სამართლიან სასამართლოს. ამიტომ, მე გადავწყვიტე შევწყვიტო ქუთაისის სასამართლოში სისტემატური სიარული და საზოგადოების ყურადღება მივაპყრო ამ საკითხს. დღეიდან მე მხოლოდ რამდენიმე პროცესს დავესწრები”.


დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე