ახალციხის რაიონული პროკურატურა, 31 ოქტომბერს ახალციხეში აქციას გეგმავს. მის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა ადგილში ველურად ამოსული კანაფი განადგურდება. პროექტში, რომელსაც საზოგადოებრივი პროკურატურა ახორციელებს, ახალციხის საჯარო სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. ,,ჩვენი მიზანია ნარკოდანაშაულის პრევენცია და ახალგაზრდებთან დაახლოება, რადგან თავიდან აცილებული იქნეს სხვადასხვა ტიპის დანაშაული” –აღნიშნა ,,ექოსთან” ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილემ დავით ჯინჭველაძემ. ანტინარკოტიკული აქცია ახალციხეში, ხვალ, 12 საათზე დაიწყება.
You must be logged in to post a comment.