ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ორალში ხანძარია. ადგილობრივი მკვიდრის მიშაკ ოგანესიანის ცხოველთა სადგომი ამ წუთებშიც იწვის. ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულის კარლენ კარახანიანი ამბობს, რომ სახანძრო სამსახურის ჯგუფის მისვლამდე შენობის ძირითადი ნაწილი დაიწვა. მისივე თქმით, ხანძრის საცხოვრებელ სახლზე გადასვლის საშიშროება ამ დროისათვის აღარ არსებობს.
ახალციხის სახანძრო სამსახურის თანამშრომელთა განმარტებით, მათთან ხანძრის შესახებ ინფორმაცია 16:00 საათზე შევიდა და ჯგუფი ადგილზე მაშინვე გავიდა. თუმცა ხანძრის ჩასაქრობად, რამდენიმე წუთის წინ სახანძრო სამაშველო სამსახურის მეორე ჯგუფის მობილიზებაც გახდა საჭირო.
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე ამ დროისათვის არ საუბრობენ.
You must be logged in to post a comment.