„კოჰაბიტაცია ამ არჩევნებით დასრულდა”, ამის შესახებ „ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო „რედისონში” ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის თქმით, ერთადერთი რაზეც „ნაციონალური მოძრაობა” და ქართული ოცნება შეიძლება შეჯერდეს საგარეო პოლიტიკაა.