”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვალის ყოფილი რწმუნებულის მორიგი სასამართლო პროცესი

sasamartlo ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვალის ყოფილი რწმუნებულის სასამართლო პროცესი გაიმართა.  მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე ახალციხის საკრებულოს დაავალა, რომ გარკვეული გარემოებების განხილვა დაამატოს და საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგ მიიღოს.

ზურაბ ნასყიდაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაკავებული თანამდებობიდან 6 სექტემბერს გაათავისუფლა.

ბესიკ ბლიაძის განმარტებით, მან დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. მისივე თქმით, ყოფილმა რწმუნებულმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გადასაგზავნი პრიორიტეტები გამგეობაში არ წარადგინა.

ზურაბ ნასყიდაშვილი  კი აცხადებს, რომ ამისთვის გამგეობას შესაბამისი მოტივი არ გააჩნია, რადგან  ხელმძღვანელობას ინფორმაცია იმიტომ  ვერ მიაწოდა, რომ   შეხვედრა ჩაიშალა.

ამავე მიზეზით გათავისუფლდა წყრუთის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულიც, თუმცა ხაჩატურ ჩახოიანს სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 99–ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით,  პირი თანამდებობიდან შეიძლება სამსახურეობრივი მოვალეობების უხეში დარღვევის გამო გათავისუფლდეს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე