“დროის მანქანა” – ასე ერქმევა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ციკლს, რომელის ერთ-ერთი სერიის გადაღება ახალციხის ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე დღეს დაიწყო. ვახტანგ გორგასალის მეფობის პერიოდს რეჟისორები ადგილობრივების მონაწილეობით იღებენ. მათი შერჩევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. რიგითი მოქალაქეების გარდა ფილმში მესხეთის პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობებიც თამაშობენ. ახალციხეში გადაღებები კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.