რეგიონების ახალ გუბერნატორებს მთავრობა დანიშნავს. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომელიც ძალაში შედის პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორები მთავრობის წინაშე ხდებიან ანგარიშვალდებული.
მათ თანამდებობაზე პრეზიდენტის ნაცვლად, ამიერიდან მთავრობა მოხსნის და დანიშნავს.
ამასთან, პარლამენტმა უკვე შეიტანა ცვლილებები “მთავრობის სტუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში”, რომლის მიხედვითაც გუბერნატორების საქმიანობაში მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულებაა განსაზღვრული.
საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის რეგიონების მიხედვით ცხრა გუბერნატორი ჰყავს დანიშნული. შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის პოსტი დღეისათვის ივანე წიკლაურს უკავია.
You must be logged in to post a comment.