”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

103 წლის ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა

gadasatani yuti    გადასატანი ყუთის მეშვეობით, საკუთარი არჩევანი 103 წლის ახალციხის მკვიდრმა დააფიქსირა. თამარაშვილის ქუჩის 7 ნომერში სონია დუშოიანთან 32–ე საარჩევნო უბნიდან მივიდნენ. უხუცესმა ქალბატონმა ფიზიკური მდგომარეობის გამო ბიულეტენზე სასურველი კანდიდატის ნომერი ვერ შემოხაზა და მას არჩევანის გაკეთებაში შვილი დაეხმარა.

კომისიის წევრის ჟუჟუნა დემეტრაძის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შენიშვნების წიგნში შეიტანენ, სადაც განმარტებული იქნება, თუ რატომ ვერ შეძლო ამომრჩეველმა ხმის მიცემა დამოუკიდებლად.

32–ე უბანზე გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმას 7 ამომრჩველი აძლევს.

Information

This entry was posted on 27/10/2013 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე