ჭულეს მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი დიმიტრი კაპანაძე სვეტიცხოველში მღვდელმთავრად ეკურთხა. მისი კურთხევა წმინდა სახარებამდე მოხდა. ამ დროისათვის წირვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე დიმიტრი უბისისა და მარგვეთის ეპარქიას უხელმძღვანელებს.
მცხეთის საკათედრო ტაძარში სხვა მღვდელმთავრებთან ერთად იმყოფება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორეც. სვეტიცხოველში წირვას მრევლი ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებიდანაც ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ჭულეს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი წმინდა სინოდმა მღვდელმთავრად 11 ოქტომბრის სხდომაზე შეარჩია.
You must be logged in to post a comment.