ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა . მოცემული დროისთვის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა 39.07 %-მა (1,382,017 ამომრჩეველი) მიიღო . ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
როგორც 17:30 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა მედიას განუცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა (52.4 %) და გურიაში (46,4) ფიქსირდება.
ცესკოს სპიკერმა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია; როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ზესტაფონის ოლქის #9 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთი დააზიანა; შესაბამისად, უბანზე დროებით შეჩერებულია კენჭისყრის პროცესი. საუბნო საარჩევნო კომისია იმსჯელებს და მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას, რომელსაც ცესკო მოგვიანებით წარმოადგენს.
მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი 20:30 სთ-ზე იგეგმება.
You must be logged in to post a comment.