კოალიცია “ქართული ოცნების” ახალციხის შტაბის წარმომადგენლები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას ზეიმობენ. აღნიშნული ფაქტი კოალიციის წევრებმა ქალაქში ავტომობილების სიგნალებით გამოხატეს.
“როგორც იქნა ღირსეულად დავამთავრეთ ეს არჩევნები. ასეთი დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ჩემთვის მართლაც ქართული ოცნება იყო, ჩატარდა. არანაირი რესურსი არც ადმინისტრაციული, არც ძალოვანი სტრუქტურებიდან არ გამოგვიყენებია. ჩვენ არ ვიყავით მოწოდებული, რომ დარღვევები დაგვეფიქსირებინა. მსგავსი დარღვევებით და ცრუ ინფორმაციით ისევ ჩვენ გვებრძოდნენ” – აღნიშნა მალხაზ ჟუჟუნაძემ.
კოალიციის ახალციხის შტაბის ხელმძღვანელმა მარგველაშვილის გამარჯვება “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც მიულოცა. იგი დარწმუნებულია, რომ ეგზიტპოლებსა და საბოლოო შედეგებს შორის დიდ განსხვავება არ იქნება.
You must be logged in to post a comment.