”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სვეტიცხოველში დღეს ჭულეს წინამძღვარი მღვდელმთავრად ეკურთხება

536821_337692689631189_1877208351_n

სვეტიცხოველში წირვაზე დღეს ჭულეს მამათა მონასტრის წინამძღვარი  მღვდელმთავრად ეკურთხება. არქიმანდრიტი დიმიტრი კაპანაძე უბისისა და მარგვეთის ეპარქიას უხელმძღვანელებს.  საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოველში  10:00 საათზე დაიწყება. წირვას სრულიად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

  “პირველ რიგში, რა თქმა უნდა გული მწყდება ჭულეს დატოვებასთან დაკავშირებით. მონასტერი ფაქტიურად ჩემი სახლი იყო. ბერისათვის მონასტერზე უფრო სანუკვარი და სასურველი არ არის დედამიწაზე. მეორეს მხრივ, როგორც მართლმადიდებელსა და სასულიერო პირს მევალება მორჩილება ეკლესიისა, პატრიარქისა, მღვდელმთავრებისა და რადგან უფალმა ინება და წმინდა სინოდმა ასე გადაწყვიტა, მე ვალდებული ვარ შევასრულო მათი ნება” – აღნიშნა არქიმანდრიტმა დიმიტრიმ.

ახალი მღვდელმთავრის კურთხევას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მრევლი ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებიდანაც დასწრებიან.

შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს წმინდა სინოდმა 7 ახალი მღვდელმთავარი გამოარჩია. არქიმანდრიტი დიმიტრი მიტროპოლიტ ვახტანგს (ბადრი ახვლედიანს) ჩაანაცვლებს.

წინა კვირას სვეტიცხოველში პატრიარქმა მღვდელმთავრად შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მიქაელ გაბრიჩიძე აკურთხა, რომელსაც ფშავ-ხევსურეთის ეპარქიას ჩაებარა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამათა ხსენებას აღნიშნავს. მე-7 მსოფლიო კრებაზე ნიკეაში, წმიდა სოფიას ტაძარში სამასშვიდმა მამამ მოიყარა თავი. საეკლესიო კრება ქალაქ ნიკეაში 787 წელს დედოფალ ირინეს ძალისხმევით მოიწვიეს, რათა ხატთაყვანისცემა აღედგინათ.

Information

This entry was posted on 27/10/2013 by in რელიგია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე