„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის სამი შემთხვევა გამოვლინდა.
„სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, 12 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 16,8%–ს შეადგენს. ორგანიზაციის მონაცემებით, ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათზე დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც 25,5 %–ს შეადგენდა.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ამ დროისათვის კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესში ყველაზე პრობლემატურ საკითხად არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები და ბათუმში ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს. 1200 აკრედიტებული და დატრენინგებული დამკვირვებელი გადანაწილებულია, როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, მათ შორისაა 73 მობილური ჯგუფი.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” შემდეგ განცხადებას 19:00 საათზე გამოაქვეყნებს.
You must be logged in to post a comment.