”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ნინო ბურჯანაძე მეორე ტურის დანიშვნაზე საუბრობს

ninooo  ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” პარტიის ლიდერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

“იქნება მეორე ტური, სადაც ვიქნებით მე და მარგველაშვილი. რაც შეეხება ეგზიტპოლებს, მე არც კი ვიცი, რა შედეგებია. სიმართლე გითხრათ არც მაინტერესებს, ეგზიტპოლები არის საზოგადოებრივი აზრით კარგი მანიპულირება.  ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ხმების დაცვას, 1000-ზე მეტი საჩივარი დავწერეთ უბნებზე, რომლის დაცვასაც ჩვენ ვაპირებთ. “ოცნებას” მოვუწოდებთ გონიერებისკენ და არა ავტოკრატიზმისკენ, სადაც ამბობენ, რომ მაინც აუცილებლად 60% უნდა იყოს მათი და არ უნდა იყოს მეორე ტური. რამდენიმე წუთში ჩვენ ვიწყებთ პარალელულრ დათვლას და ის შედეგები აჩვენებს იმას, რაზედაც მე ვსაუბრობ. ჩვენ გვაქვს 1000-ზე მეტი საჩივარი დაწერილი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, შედეგების თანახმად, მარგველაშვილი 66,7 %-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 20,2 % მიიღო.
რაც შეეხებათ დანარჩენ კანდიდატებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, “დემოკრატიული მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს მხარი მოქალაქეების 7,5 %-მა დაუჭირა, “ლეიბორისტული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილს 2,1 %-მა, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერ გიორგი თარგამაძეს კი მხარი ამომრჩეველთა 1,1 %-მა დაუჭირა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტპოლი კომპანია GFK-იმ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩაატარა.

Information

This entry was posted on 27/10/2013 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე