”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები 29–ე უბანზე აგიტაციას უარყოფენ

ocneba# 37 საარჩევნო ოლქის,  29–ე უბანზე ამ წუთებში სიმშვიდეა.

“მეცხრე არხმა” ინფორმაცია   იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტები აგიტაციას ახორციელებდნენ, უბანზე გადაამოწმა.

ახალციხის 29–ე საუბნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ უბანზე აგიტაციას ადგილი არ ჰქონია.

ინფორმაცია უარყვეს თავად კოალიციის წარმომადგენლებმაც.

თუმცა “მეცხრე არხთან” “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” მობილური ჯგუფის წარმომადგენელი  ტიგრან გრიგორიანი ირწმუნება, რომ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე  ამომრჩეველს მოუწოდებდნენ ხმა პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატისათვის მიეცათ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე