”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვაჟა ჩიტაშვილმა საკუთარი არჩევანი ვალეში მდებარე უბანზე დააფიქსირა

vaja 2

ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ვაჟა ჩიტაშვილი ვალის მე–9 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად 11:00 საათზე მივიდა.

“წელს საარჩევნო უბნებზე პასიურობა შეინიშნება . შარშან გაცილებით მეტი ამომრჩეველი იყო მობილიზებული. მე ხმა საქართველოს უკეთეს მომავალს, ანუ  დავით ბაქრაძეს მივეცი, რადგან მიმაჩნია, რომ იგი საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნება” – განაცხადა “მეცხრე არხთან” ვაჟა ჩიტაშვილმა.

მე–9 საარჩევნო უბანზე ამ დროისათვის დარღვევები არ ფიქსირდება. ამომრჩეველთა ერთიანი სიების მიხედვით აქ ხმას 1170 პიროვნება აძლევს. 7 ამომრჩეველი სპეციალურ სიაშია შეტანილი, ხოლო გადასატანი ყუთით 35 ადამიანი ისარგებლებს.

Information

This entry was posted on 27/10/2013 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე