”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ელზა ჩიტაშვილი: ,,პამაჯში, დარღვევა დაფიქსირებისთანავე აღმოიფხვრა”

IMG_20131027_133616

დარღვევები დაფიქსირდა ახალციხის # 18,  პამაჯის სომხურენოვან უბანთან, როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი  ,,ექოს”–თან საუბარში აცხადებს,  ნინო ბურჯანაძის პლაკატებსა და ბუკლეტებს ახალგაზრდები საარჩევნო უბნის ეზოში არიგებდნენ– ,,გარეთ გავედი ორი წუთით და დავინახე, რომ ახალგაზრდა ბიჭები  საარჩევნო უბნის ეზოში  აგიტაციის მიზნით ამომრჩეველს ნინო ბურჯანაძის პლაკატებსა და ბუკლეტებს ურიგებდნენ. მათი ვინაობა არ ვიცი, დარღვევა დაფიქსირებისთანავე აღმოიფხვრა. სხვა ტიპის დარღვევებს აქ ადგილი არ ჰქონია”–აცხადებს ელზა ჩიტაშვილი.

დარღვევები არ ყოფილა მე–18 საარჩევნო უბანზე, გარდა იმისა, რომ გარეთ, სკოლის ეზოში სადაც უბანია განთავსებული,  ნინო ბურჯანაძისა და გიორგი მარგველაშვილის პლაკატები იყო გამოკრული, ამბობს კომისიის თავმჯდომარე. ,, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო შემოვლაზე და მან თქვა, რომ გარეთ პლაკატები იყო გაკრული, ვნახეთ თუ არა მაშინვე ჩამოვახსნევინეთ, სხვა სახის დარღვევა არ დაფიქსირებულა”–ამბობს ინგა ერემიანი.

IMG_20131027_133624

 

 

,,გიორგი მარგველაშვილის პლაკატები იყო ეზოში ხეებზე გაკრული და გვითხრეს, რომ არ შეიძლება და ჩამოგვახსნევინეს, არ ვიცით ვინ იყო“– ამბობს, პატარა პამაჯში მცხოვრები  ვარდგეზ აკოფიანი.  ,,ექოს” გადამღებ ჯგუფს საარჩევნო უბნის ეზოს შესასვლელში, მხოლოდ მარგველაშვილის პლაკატები და სხვა სააგიტაციო მასალა დახვდა.

IMG_20131027_133658

Information

This entry was posted on 27/10/2013 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე