”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ეგზიტპოლის შედეგებით საქართველოში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს

M2U04192.MPG_000000920საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დასრულებულია. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით, ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რომელიც ორგანიზაცია GfK-ის მიერ განხორციელდა, კანდიდატებს შორის გიორგი მარგველაშვილი 66.7%–ით ლიდერობს. დავით ბაქრაძეს ნდობა ამომრჩეველთა20.2%–მა გამოუცხადა, ხოლო  ნინო ბურჯანაძეს – 7.5%–მა.

ეგზიტპოლის ფარგლებში, დაახლოებით, 7 000 ამომრჩეველი გამოიკითხა. ამომრჩეველთა გამოკითხვა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 115 საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ ჩატარდა. ეგზიტპოლი  სპეციალური კითხვარის მეშვეობით განხორციელდა და  შესაძლო ცდომილება  +/–1.2%–ა.

საქართველოში დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტის არჩევნებში კენჭს 23 კანდიდატი იყრიდა, რომელთაგანაც 9 კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, ხოლო – 12 საინიციატივო ჯგუფებმა.

Information

This entry was posted on 27/10/2013 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე