ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით ახალციხის მუნიციპალიტეტში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს. “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს მხარი ამომრჩეველთა 64,4 %–მა დაუჭირა, დავით ბაქრაძეს ნდობა 26,7 %–მა გამოუცხადა. შედეგების მიხედვით, მუნიციპალიტეტში მესამე ადგილზე შალვა ნათელაშვილია 4.4 %–ით.
ეგზიტპოლების საერთო შედეგების მიხედვით, საქართველოში გიორგი მარგველაშვილი 66,1%–ით ლიდერობს, შემდეგ ადგილზე დავით ბაქრაძეა 20,1%–ით, მესამე ადგილზე კი ნინო ბურჯანაძეა – 7,4 %–ით.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტპოლი კომპანია GFK-იმ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის დაკვეთით ჩაატარა.
You must be logged in to post a comment.