”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დავით დარჩიაშვილი: ,,სამცხე–ჯავახეთში დაშინების ელემენტებიც გამოიკვეთა”

DAT   საპრეზიდენტო არჩევნებს სამცხე–ჯავახეთში აკვირდება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი.

მისი თქმით, რეგიონში  ,,ქართული ოცნების” კანონდარღვევით მცდელობებს აქვს ადგილი. , რაც შეეხება არჩევნების წინა დღეებს აქ  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებიც დაფიქსირდა.

,,ისეთი ფაქტები ფიქსირდება რაზეც ,,ნაციონალურ მოძრაობას” გვედავებოდნენ და რაზეც საქმეებს აღძრავდნენ. დაშინების ელემენტებიც გამოიკვეთა და ამ ყველაფრით სურს კოალიციას მაღალი პროცენტი აიღოს.  მე სამცხე–ჯავახეთში მთელი დღის განმავლობაში დავრჩები, საკმაოდ დიდი რეგიონია და ყველაფერზე საჭიროა რეაგირება, ასეთი მცდელობები საგანგაშოა” –აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი.

Information

This entry was posted on 27/10/2013 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე