”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა

tea  ახალციხის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებში პირველ ამომრჩევლებს უკვე იღებენ. #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა უბანი ზუსტად, 08:00 საათზე გაიხსნა.

„ უბნები გახსნილია. პარალელურად, გვატყობინებენ ვინაა პირველი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე. ამ დროისათვის დარღვევას ადგილი არ ჰქონია“ – აცხადებს #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარე თეა გავაშელი.

ახალციხის პირველ საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი ახალციხის მკვიდრი სამველ პეტროსიანი დაფიქსირდა:

„პირველი ამომრჩეველი ვარ. მოვედი იმისთვის, რომ ჩემი ხმა არ დამეკარგა და საკუთარი არჩევანი გამეკეთებინა“– აცხადებს მედიასთან სამველ პეტროსიანი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 35 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს და ერთიანი სიების მიხედვით, მუნიციპალიტეტში 35 120 ამომრჩეველია. პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა კი 23 კანდიდატს შეადგენს.

Information

This entry was posted on 27/10/2013 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე