”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მეათე უბანზე კაბინაში გამოკრულ სიაში 41 ნომერი იყო შემოხაზული


1396633_172872412907422_2073002629_n
   ახალციხის მეათე უბანზე დარღვევები დაფიქსირდა. ვალეში განთავსებულ უბანზე ერთ–ერთ კაბინაში გამოკრულ სიაში 41 ნომერი იყო შემოხაზული. ადგილზე #37–ე ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარე იმყოფებოდა, რომელმაც დარღვევა აღმოფხვრა. ამ დროისათვის კაბინიდან პრეზიდენტობის კანდიდატთა სია, შემოხაზული 41 ნომრით ჩამოხსნილია.  თეა გავაშელი აცხადებს, რომ დარღვევის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება.

1394955_172872342907429_1503750584_n

აღნიშნული სარჩვენო უბნის წარმომადგენელი  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკოლოზ ხიზაძე აცხადებს, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერები საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან და ამომრჩეველთან აგიტაციას ეწევიან.  თუმცა “ოცნების” მხარდამჭერები “მეცხრე არხთან” აღნიშნულს უარყოფენ.

გარდა ამისა, ამავე უბანზე,  26 ოქტომბერს კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა. საარჩევნო  უბნის შესასვლელში ნინო ბურჯანაძისა და გიორგი მარგველაშვილის პლაკატები იყო გაკრული. ამ დროისათვის ყველა დარღვევა აღმოფხვრილია.

Information

This entry was posted on 27/10/2013 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე