ახალციხის მკვიდრი რობერტ აკოფიანი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ პოზიციას ვერ აფიქსირებს. მისი განმარტებით, საარჩევნო უბანზე მისულს განუცხადეს, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაფიქსირებული არ არის.
“მე ცოცხალი ვარ, აქა ვარ. ამერიკაში ხომ არა ვარ? 1984 წლიდან ხუთ სართულიანების დასახლებში ვცხოვრობ. პირველი შემთხვევაა, რომ მე ხმას ვერ ვაძლევ “ – აცხადებს რობერტ აკოფიანი.
მისი განმარტებით, დღეს 29–ე და პირველ უბანზე იმყოფებოდა, სადაც აღნიშნული დასახლების მკვიდრები კენჭისყრის პროცედურებს გადიან, მაგრამ მისი სახელი და გვარი არცერთ უბანზე ფიქსირდება.
You must be logged in to post a comment.