ახალციხეს დღეს ისრაელიდან მომღერალი შალომ მო (მოსიაშვილი) ესტუმრა, „მაი ფულფ კოლექტივის” წარმომადგენელმა ახალციხის ცენტრალურ პარკში მსმენელს სხვადასხვა ენაზე შესრულებული სიმღერები შესთავაზა. მომღერალი საქართველოს პირველად ესტუმრა და ადგილობრივებს 1 საათიანი პროგრამით სიურპრიზი მოუწყო. კონცერტით ახალციხელები კმაყოფილნი დარჩნენ, რადგან ებრაელმა მომღერალმა მათთვის ქართული სიმღერებიც შეასრულა. შალომ მოსიაშვილი ამბობს, რომ საქართველო მოეწონა, ადგილობრივები მას გულღიად დახვდნენ და ამიტომ მსგავსი ხასიათის კონცერტის ჩატარებას კიდევ გეგმავს. მისივე თქმით, შემდეგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება.