#–39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამდროისათვის ოლქის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობას.
“ყველა უბანზე მშვიდი გარემოა, დილის რვა საათზე საარჩევნო უბნების გახსნისთანავე პირველი ამომრჩეველიც დაფიქსირდა, მათი აქტივობის შესახებ მონაცემები ათი საათისათვის მექნება”–ამბობს “მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბრისას #–39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე როსტომ მაგრაქველიძე.
ასპინძაში ცხრა საათიდან ხმის მიცემის პროცესი უკვე დაიწყო გადასატანი ყუთის მეშვეობით, რომელსაც დაკვირვებას კოალიცია “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უწევენ.
გადასატანი ყუთების საშუალებით ასპინძის მუნიციპალიტეტში საკუთარ არჩევანს 232 ადამიანი გააკეთებს.
ასპინძის საარჩევნო ოლქში სულ 23 უბანია გახსნილი, აქედან ორი დაბაში.
ასპინძის საარჩევნო ოლქში მიმდინარე ხმის მიცემის პროცესის შესახებ, ინფორმაციას “მეცხრე არხი” მთელი დღის მანძილზე მოგაწვდით.
You must be logged in to post a comment.