”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

არჩევნებში მონაწილეობა რეგიონის პირველმა პირებმა მიიღეს

არჩევნებში მონაწილეობა რეგიონის პირველმა პირებმა მიიღეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკუთარი არჩევანი  ვალის მე–9 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა, სადაც ვაჟა ჩიტაშვილი  მეუღლესთან ერთად 11:00 საათზე მივიდა. ახალციხეში გააკეთა არჩევანი ადიგენის  მაჟორიტარმა დეპუტატმაც. ზურაბ ჩილინგარაშვილმა ხმა 29–ე საარჩევნო უბანზე მისცა. საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად დღის პირველ ნახევარში ახალციხის 28–ე საარჩევნო უბანზე მივიდნენ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსიც.

Information

This entry was posted on 27/10/2013 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე