”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენის მუნიციპალიტეტში 15 648 ამომრჩეველია

 

archevnebi1

ამ დროისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები მუნიციპალიტეტში ამომრჩეველს დილის 8 საათიდან იღებენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საკუთარ არჩევანს ადიგენში სულ 15 648 ადამიანი გააკეთებს. ადიგენის # 38–ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 18 უბანი ფუნქციონირებს. გადასატანი ყუთის მეშვეობით აქ ხმას 353 ამომრჩეველი მისცემს. როგორც #38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა მაჭარაშვილი აცხადებს, ამ დროისათვის საარჩევნო პროცესი ადიგენში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

Information

This entry was posted on 27/10/2013 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე