”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აგარის უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ შეუშვეს

dargv.avi_000129040  აგარაში მდებარე მე–12 უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ შეუშვეს. დავით ჯინჭველაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ უბანზე დარღვევებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ფლობდნენ, რის გამოც საარჩევნო უბანზე შესვლას შეეცადნენ. მცდელობის მიუხედავად, კომისიის წევრებმა “ნაციონალები” არ შეუშვეს.

“ჩვენი ინფორმაციით, დარღვევა ამომრჩეველთა ოდეობასთან დაკავშირებით დაფიქსირდა. ამის გასარკვევად მივედით, თუმცა, კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა არანაირი განმარტება არ მოგვცეს, არც კი გამოგვხედეს.  შესაბამისად, კონკრეტულად რა დარღვევას ჰქონდა ადგილი, ვერ შევიტყვეთ” – განმარტავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით ჯინჭველაძე.

მისივე თქმით, აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი საჩივარი დაიწერება.

Information

This entry was posted on 27/10/2013 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე