ახალციხის ციხეში ტურისტული სეზონი დღეს ღონისძიებით დაიხურა. ისტორიული კომპლექსის ქვედა ნაწილში ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „სეუმ” ადგილობრივებს კონცერტი შესთავაზა. ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა მაყურებელს ერთსაათიანი პროგრამა წარუდგინა. საღამო ადგილობრივი ხელისუფლებისა და ახალციხის ცხიის ადმინისრტაციის ხელშეწყობით მოეწყო.