”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში 35 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს

ახალციხეში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სპეციალური უბნები აღარ შეიქმნება. 37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში უბნის შექმნის თაობაზე განაცხადი წელს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროდან შევიდა. თუმცა საარჩევნო კოდექსის მიხედვით, უბნის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა 50–ს აღემატება. სასაზღვრო ჯარში კი ამ დროისათვის 42 ამომრჩეველია. სპეცუბანი წელს არ გაიხსნება არც ჯავშანსატანკო სასწავლო ნაწილში, რადგან შესაბამისი მოთხოვნით მათ საოლქოსთვის არ მიუმართავთ. ამომრჩევლები მიმდებარე უბნებზე გადანაწილდებიან.
დღესვე იწურება გადასატანი ყუთის მოთხოვნის დრო.

Information

This entry was posted on 24/10/2013 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე