ბორჯომის მუნიციპალიტეტში სატყეო მეურნეობის დაგეგმარების პრეზენტაცია გაიმართა. დაახლოებით, 2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის მიზანი ტყის აღდგენა, გარემოს დაცვის გაუჯობესება, სატყეო დარგში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ინფრასტრუქტურის განვითრება და ბიომრავალფეროვნების დაცვაა. ორწლიანი პროექტის საპილოტე ტერიტორია ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობაა.