„გისოსებს გარეთ”- ამ სახელწოდებით ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. მას სხვადასხვა სამთავრობო და არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მსურველებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეთა ნამუშევრები შეეძინათ. გამოფენა-გაყიდვა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტოლერანტის” ხელშეწყობით განხორცილედა.