რა არის აივ ინფექცია? როგორ ვებრძოლოთ ნარკომანიას? რა უარყოფითი შედეგები მოჰყვება ადრეულ ქორწინებას – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში განიხილეს. შეხვედრას მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სამცხე-ჯავახეთის ყველა სამოალაქო კლუბის წევრი დაესწრო. სესიას ორი ტრენერი გაუძღვა, რომლებმაც ბავშვების კითხვებს პასუხები ამომწურავად გასცეს.