სამცხე-ჯავახეთი ერთადერთი რეგიონია, სადაც წინასწარი გამოკითხვებით, დავით ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს უგებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, იგი რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ახალქალაქში და მოსახლეობას შეხვდა.
“ბოლო კვლევებით, ერთადერთი რეგიონი სამცხე-ჯავახეთია, სადაც ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ჭარბობს, სადაც ბაქრაძე უგებს მარგველაშვილს.
მთლიანად მოსახლეობის გადასაწყვეტია, როგორ მოხდება და რანაირად, არავითარ ბერკეტებს ჩვენ არ ვკადრულობთ. ვერავინ გაბედავს შტაბში გამყალბებლების ჩამოყალიბებას, მაჭავარიანი ამით ამაყობს, რომ კარგი გამყალბებელი იყო. ჩვენ დღეს ახალი მთავრობა და ხელისუფლება მივიღეთ. ჩვენ არ ვურეკავთ ჩვენს პარტნიორებს, არ ვურეკავთ სომხეთის პრეზიდენტს, რომ მან რამე გავლენა მოახდინოს მოსახლეობაზე. მათ უნდა მიეცეთ საშუალება გაიგონ, გააანალიზონ და აირჩიონ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ახალმა ხელისუფლებამ არ უნდა ისარგებლოს ახალი მეთოდებით, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა.
“ბოლო წლების განმავლობაში ლამის მიერეკებოდნენ ამ ადამიანებს საარჩევნო ყუთებთან, ხშირად იმდენ ხმას იღებდნენ, ამდენი ადამიანი არ ცხოვრობდა იქ. ჩვენ ვაკეთებთ აგიტაციას იქაც, მხოლოდ დაშვებული მეთოდებით ვსარგებლობთ. არც ისეა საქმე როგორც ეგონათ, რომ მათ არ ესმით, მე დიდი პატივს ვცემ აზერბაიჯანელებს, ასევე სომხებს, მათ აქვთ ანალიზის უნარი, დანახვის საშუალება და დარწმუნებული ვარ, იქაც მოხდება გარდატეხა და იქაც გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯავახეთს 15 ოქტომბერს ესტუმრა, სადაც გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა
You must be logged in to post a comment.