10 დღე საპრეზიდენტო არჩევნებამდე – ქვეყნის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად 23 კანდიდატი ემზადება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი სუბიექტებისათვის საარჩევნო ნომრები უკვე განსაზღვრა. წელს არჩევნებისათვის პრეზიდენტობის მსურველთა უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა, თუმცა მათ უმრავლესობას ახალციხის მოსახლეობა არ იცნობს.