შემცირებული წველადობა, ნიადაგის ეროზია, დაზიანებული რელიეფი, მეწყერული ზონები — ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც გადაძოვების შედეგად წარმოიქმნება. მცირემიწიანი სოფლების მცხოვრებლები საძოვრების უკმარისობის გამო პირუტყვს ერთსა და იმავე ადგილას აბალახებენ. ეს პრობლემა სოფელ წნისში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოფლის მიწების დიდი ნაწილი თავდაცვის სამინისტროს გადაეცა.