”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეს ოლიმპიური ჩემპიონები ესტუმრებიან

gamgeoba     18 ოქტომბერს ახალციხეს საქართველოს გამოჩენილი სპორტსმენები ესტუმრებიან. შეხვედრას ორგანიზებას სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი და  ასევე სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძე უწევენ.

სამცხე–ჯავახეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, სპორტსმენები ახალციხელებს შეხვდებიან და მათ თავიანთ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებს გააცნობენ, გარდა ამისა, ადგილობრივ ახალბედა კოლეგებს მითითებებს მისცემენ და წარმატების მოპოვების ხერხებს გააცნობენ. ზიგმუნდ ზილბერშტეინის განმარტებით, ოლიმპიური ჩემპიონების ვიზიტის მიზანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება წარმოადგენს.

შეხვედრა ახალციხის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში 15:00 საათზე გაიმართება.

Information

This entry was posted on 16/10/2013 by in სპორტი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე