”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ტუბერკულოზი იკურნება – თემაზე ახალციხეში ტრენინგები ჩატარდა

ტუბერკულოზი იკურნება – ამ თემაზე დღეს ახალციხეში ტრენინგი გაიმართა.  ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრა ჯანდაცვის ცენტრში ჩაატარეს, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წევრები და სპეციალისტები დაესწრნენ. ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით, სტიგმა იმის შესახებ, რომ ტუბერკულოზი განუკურნებელი სენია საზოგადოებაში დღეისათვის ისევ არსებობს და ამის გამო დასნებოვნებული ადამიანი უმეტეს შემთხვევაში  მათგან გარიყულია. ტრენინგის მიზანს კი  მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

Information

This entry was posted on 15/10/2013 by in მედიცინა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე