”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პროექტი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ

კოალიციამ „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” გაუყალბებელი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის პროექტი შეიმუშავა, რომლის პრეზენტაციაც დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოხდა. კოალიციის წევრებმა საზოგადოებას გააცნეს მეთოდი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია არჩევნების გაყალბება თავიდან ავიცილოთ. პროექტის მიხედვით, ყოველ საარჩევნო უბანზე „ერთსულოვნების” წარმომადგენელი თითოეულ ამომრჩეველს პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად ფოტოს გადაუღებს, შემდგომ კი კომპიუტერის საშუალების ყველა მათგანის ერთმანეთთან  შედარება მოხდება. ამით გამოვლინდება ფაქტი, ჰქონდა თუ არა ერთ პიროვნებას ხმის  რამდენჯერმე მიცემის შესაძლებლობა.

Information

This entry was posted on 15/10/2013 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე