”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გიორგი მარგველაშვილი ნინოწმინდელ ამომრჩეველს ხვდება

M2U04192.MPG_000000920     კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი, ამ წუთებში, ნინოწმინდაში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივ ამომრჩეველს მიმართავს და წინასაარჩევნო პროგრამას აცნობს. იგი შეკრებილ საზოგადოებას სომხურ, რუსულ და ქართულ ენებზე მიესალმა.

პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად, დღეს სამცხე–ჯავახეთს პარლამენტის წევრი, დავით ბერძენიშვილი სტუმრობს.

კოალიციის წარმომადგენლები ნინოწმინდის შემდეგ ახალქალაქს და ადიგენს ესტუმრებიან. ამით გიორგი მარგველაშვილი სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  შეხვედრებს  დაასრულებს.

პრეზიდენტობის კანდიდატი ახალციხესა და ასპინძას 12 სექტემბერს ესტუმრა, მანამდე კი იგი ბორჯომელ ამომრჩეველს შეხვდა.

Information

This entry was posted on 15/10/2013 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე