”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გიორგი მარგველაშვილი ადიგენშია

news_2903    კოალიცია ,,ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი ამ წუთებში ადიგენის მოსახლეობას ხვდება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იგი ადგილობრივებს საკუთარ სამოქმედო გეგმას აცნობს.

,,ძალიან რთული და საშინელი პერიოდი იყო, გაძლიერებული იყო ის ჯგუფი, რომელიც მართავდა ქვეყანას. 330 ათასმა ადამიანმა ციხეში გაატარა ცხოვრება. ასეთი პოლიციური სისტემით იმართებოდა ქვეყანა. სოფელი გაჩანაგდა და დასუსტდა, სწავლა ყველასთვის რთული იყო. ამ ვითარებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და დიდი მადლობა მას, რომ  გაგვაერთიანა.”– ასე შეაფასა ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან  გიორგი მარგველაშვილმა გასულ წლებში ქვეყნაში არსებული მდგომარეობა.

ადიგენში ვიზიტით პრეზიდენტობის კანდიდატი სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს დაასრულებს.

Information

This entry was posted on 15/10/2013 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე