საქართველოს პრემიერ მინისტრი სამცხე–ჯავახეთს გიორგი მარგველაშვილთან ერთად სტუმრობს. ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას ახალქალაქში შეუერთდა. ამ წუთებში მოსახლეობას პრემიერ მინისტრი სიტყვით მიმართავს.
“საქართველოს ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იქნება. ჩვენ და სომეხი ერი ძმები ვართ. ჩვენ ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას. ცენრტალურ ხელისუფლებაში ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ უფრო მეტი ადგილი უნდა დაიკავოს. ქართული ენის გაუმჯობესებაში განათლების ყოფილი მინისტრი დაგეხმარებათ” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი ჯავახეთს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ესტუმრა. პრეზიდენტობის კანდიდატი უკვე იმყოფებოდა ნინოწმინდაში, ახალქალაქის შემდეგ კი ადიგენში ვიზიტია დაგეგმილი
You must be logged in to post a comment.