სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ხელშეწყობით, ასპინძის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
პრობაციის ბიუროს ინფორმაციით, ბიუროში აღრიცხვაზე აყვანისას, პირობით მსჯავრდებულმა გიორგი ი-მ განმარტა, რომ მისი ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა და მუშაობის დაწყების სურვილი ჰქონდა. პრობაციის ბიუროს ოფიცერმა პრობაციონერის დასაქმების რეკომენდაციით მიმართა კერძო სამშენებლო კომპანიას, რომელიც დაბა ასპინძაში წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. კომპანიის ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა პრობაციის ბიუროს თხოვნა, გიორგი ი. სამუშაოზე აიყვანა და ყოველთვიურ ანაზღაურებად 400 ლარი დაუნიშნა.
პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, ასპინძაში არსებულ სამშენებლო მასალების მაღაზიის საწყობში დასაქმდა პირობით მსჯავრდებული გიორგი ბ., რომელიც ყოველთვიურად 500 ლარს გამოიმუშავებს.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს პრობაციონერთა რესოციალიზაცია და შრომით საქმიანობაში ჩაბმა წარმოადგენს. პრობაციის რეგიონული ბიუროები, მათ კონტროლს დაქვემდებარებული პირების დასაქმების მიზნით, მუდმივად აწარმოებენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ორგანიზაციასთან.
ინფორმაციის წყარო საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი”
You must be logged in to post a comment.