ასპინძის მუნიციპალიტეტში ,,შოთაობა” იზეიმეს. უკვდავი პოემის, ,,ვეფხისტყაოსნის” ავტორს დღესასწაულზე რამდენიმე ღონისძიება მიეძღვნა. ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი, შეჯიბრი მესხურ კერძებში, ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ნომრები, ჭიდაობა — ამ სანახაობებით ,,შოთაობა” გასული წლებისგან განსხვავებით წელს პირველად ვარძიაში გაიმართა.