კოალიციის წარმომადგენლების შეხვედრა სასულიერო პირებთან– ,,ქართული ოცნების” ადგილობრივი შტაბის წევრები ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს ესტუმრნენ. მეუფე თეოდორემ მმართველი პარტიის წევრები დალოცა და მათ სულიერი სიძლიერისკენ მოუწოდა. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, პოლიტიკური ძალები ქვეყანაში მშვიდობისა და ერთობისათვის უნდა ზრუნავდნენ.