მართლმადიდებელმა სამყარომ დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაული იზეიმა. ეს დღე განსაკუთრებულად მცხეთაში აღინიშნა. სვეტიცხოველში დღეს საზეიმო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. მცხეთაში იმყოფებოდა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტიც. დღესასწაული აღინიშნა რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარშიც.