”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

არასამთავრობო ორგანიზაციამ “ყველა ყველასათვის” 6 პირს ეტლი გადასცა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა ყველასათვის“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეხმარება. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  დღეს გადაადგილებისთვის საჭირო ეტლები დაარიგეს. სამოქალაქო სექტორის წევრთა განმარტებით, მათ დონორი ორგანიზაცია მოიძიეს, რომელმაც ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6 პირისთვის ეტლები გამოყო. „ყველა ყველასათვის“ დონორ ორგანიზაციასთან „საქართველოს ქალების სიცოცხლისათვის“ სამომავლო ურთიერთობებს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ეტლით მოსარგებლე პირებისათვის სხვადასხვა აქტივობა განხორციელდება.

Information

This entry was posted on 14/10/2013 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე