”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ჭულეს წინამძღვარი სინოდმა ეპისკოპოსად აირჩია

meufe dimitri    ჭულეს მამათა მონასტრის წინამძღვარი წმინდა სინოდმა ეპისკოპოსად აირჩია. მეუფე დიმიტრი მარგვეთისა და უბისის ეპარქიას უხელმძღვანელებს. ახალი მღვდელმთავარი მიტროპოლიტ ვახტანგს (ბადრი ახვლედიანს ჩაანაცვლებს).  ვინ გახდება ჭულეს ხელმძღვანელი ჯერჯერობით უცნობია. 

   დღეს გამართულ სინოდის სხდომამ 7 ახალი მღვდელმთავარი დაამტკიცა და ამასთანავე  6 ახალი ეპარქიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.  

    პენსიაზე გასვლის შესახებ წმინდა სინოდის სხდომას განცხადებით მიმართეს: მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა ვახტანგმა და ფშავ-ხევსურეთისა და თიანეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა. მათი განცხადებები დაკმაყოფილდა. 

   ამ დროისათვის დანარჩენი 6 მღვდელმთავრის ვინაობა უცნობია.  წმინდა სინოდის გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის ცნობილი, სავარაუდოდ, 18:00 საათის შემდეგ გახდება

Information

This entry was posted on 11/10/2013 by in რელიგია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე