საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სავარაუდოდ 7 ახალი მღვდელმთავარი ეყოლება. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოდან გავრცელდა, სადაც ამ წუთებში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. ასევე საუბრობენ იმაზეც რომ სამი მღვდელმთავრის მოთხოვნა პენსიაზე გასვლის შესახებ დაკმაყოფილდა.
სინოდის სხდომა საპატრიარქოში დღეს 12 საათზე დაიწყო. სხვა ინფორმაცია ამ დროისათვის არ ვრცელდება. მათ შორის, ჯერჯერობით, არ სახელდება ახალი მღვდელმთავრების ვინაობა, ასევე, არც იმის შესახებ ვრცელდება ცნობა, გაიყო თუ არა ეპარქიების ნაწილი ორად.
ჩვეულებრივ, წმინდა სინოდის სხდომა გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება. სხდომა წელს უკვე მეორედ ტარდება. ბოლო სხდომა 23 აპრილს შედგა.
წმინდა სინოდის სხდომებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ხელმძღვანელობს.
You must be logged in to post a comment.